ჰო, ძნელია სუფთა ფურცელზე პირველი სიტყვის დაწერა. ყოველთვის როცა წერას ვიწყებ ვფიქრობ სიტყვაზე, რომელიც უნდა იყოს პირველი და ზუსტი... დღემდე მიზეზებს ვეძებ, რომ წერა არ დავიწყო, ხან დროის და განწყობის არქონაა, ზოგჯერ სულაც ამბის არ არსებობაა, რეალური მიზეზი კი გამბედაობის არ ქონაა... დღეს ეს ვითომ გავბედე, პირველი კი არა მერამდენე სიტყვა დავწერე უკვე და უნდა ვთქვა, რატომ ბლოგი სახელად freefly (თავისუფალი ფრენა) და არა სხვა... ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის თავისუფლება, ფრენაშია, ნავარდშია და ეს მიწიერს არ ძალმიძს, ფრთები შეიძლება მხოლოდ ბედნიერებამ შემასხას და ეს წამიერი მდგომარეობაა...ახლა უნდა ვწერო, ვწერო და სულის ყველა კუთხეს შევეხო რათა ის შენამდე მოვიტანო, ვინც ახლა ამას კითხულობ.
მაინც ვაჭიანურებ... :( აზრებს და სათქმელს წრეებს ვარტყამ იმედით, რომ სადღაც სულის თავისუფლების გასაღებს გადავაწყდები და მე (ც) გავშლი ფრთებს და გავფრინდები... არა, არ მაშინებს სიმაღლე და იქიდან ვარდნა, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე ვარდნისგან განცდილი ტკივილი და ღირსეულად წამოდგომა, მიზნისთვის - გაძლიერება.
ღმერთო, ირგვლივ იმდენი ჩარჩო - შეზღუდვაა გავაგნო, უარვყო, გავექცე, არ შევიმჩნიო მიჭირს, რადგან ისინი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ ჩემი წილი თავისუფლება, როგორც სულის სამკურნალო დოზა ყოველთვის გამაჩნია :) დოზა, აქაც შემოვსაზღვრე და დავარღვია თავისიუფალი სივრცის პრინციპი....