ზოგჯერ სწორედ ის ადამიანები, რომელიც ერთ დროს მტვერივით ჩამოიბერტყე გულიდან მათივე უსუსურობის, პოროვნული სიმცირისა და გაუტანლობის გამო, ახლა ქარიანი ამინდისგან თავგზააბნეულ ქვიშასავით გეკრობიან - გეტმასნებიან.
შენ ეს მოგწონს,
ასე გგონია...
შენ რომ არა, ეს ქვიშა ახლა ვერავის მიეკვრებოდა...
არა და შენ ისევ არაფერშუაში ხარ, როგორც მაშინ...
ეს ,,ქარია'' შენს ირგვლივ მიზეზი.
წამით ქარი ჩადგება და ეს #ქვიშა_ადამიანი თვითონ ჩამოგცვივდება სხეულიდან,
გულიდან და დაიკარგება წამი, ერთგულების,
პატივისცემის, გამტანობისა და ურთიერთდაფასების.
მერე ისევ გაბრაზდები ,,ქარზე'', ქვიშაზე და ადამიანებზე...
დანანებით, საკუთარ თავთან მორცხვად აღიარებ, რომ ეს #ქვიშა_ადამიანები ნებისმიერი ქარის ქროლვისას
ასე აირევიან და მიეკრობიან სხვას, სანაპიროზე...😉👌
