Saturday, 17 March 2018

შემოიხედე თუნდაც იმისთვის რომ დაიჯერო გულწრფელი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ

მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს შევუქმნა XXI საუკუნის გამოწვევა, ონლაინ დღიური, გამოვიყენებ ამ სივრცეს და მოვყვები ემოციებს, განცდებს, ზოგჯერ გემრიელად, ზოგჯერ ბრაზნარევად, ბედნიერიც და სევდანარევიც. არა მარტო #ნიკოს #ამბებზე არამედ სხვა რამეზეც... პირობითად შენზეც ჩემზეც, თქვენზე და საერთოდ მათზე და ყველაფერზეც :)

#ნიკოს #ამბებში შეიძლება ჩემს, როგორც დედის, შვილის  აღმზრდელობით ნაწილში პატარა მარგალიტებიც იპოვოთ,  რომლის გაზიარებას მხოლოდ კეთილი ნება და სურვილი სჭირდება. ამ ნაწილში პოზიტივს აუცილებლად იპოვით👌
მე ვიცი რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ.
ჩემთვის არ არსებობს სტანდარტი, რომლის შეცვლა, გადაკეთება  არ შეიძლება.უბრალოდ ყველაფერი შრომას მოითხოვს და თავდაჯერებულობას. პირველი თუ არ შეგიძლია და მეორე არ გაგაჩნია,  ემსგავსები ადამიანს, რმელსაც მხლოდ ერთი დანიშნულება აქვს საზოგადოების წინაშე, რასაც ყურში ჩასძახებენ გაიმეოროს. 😍

შემოიხედე ჩემთან, აქ ვერ აცდები გულწრფელობას ჩემგან ისევე, როგორც რეალურ ურთიერთობებში . :)
#ნიკოს #ამბები
ჩვენ ჯერ კიდევ მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობაში ვართ. 😕😕😕ბევრ რამეზე ვსაუბრობთ, თან ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. გონიერი. 
მე - ალო, ნიკო, გესმის ჩემი?! სიჩუმეა და უცებ მპასუხობს.
ნიკო - ლააა, ლა იყო ლოლა? 😃
მე - ნიკო, ''რა''არ უნდა მიპასუხო დედი, უნდა მითხრა ბატონო. შენ ხომ დახვეწილი კაცი ხარ...💓💓💓💓
ნიკო - ლოლა, ბატონო სად ისწავლე ''იუსტიციის სახლში'' ანუ უნივერსიტეტშიო 😃😃😃😃 ბებო, ლა არ თქვა უნდა თქვა ბა ტო ნო 👌
#ჩემინიკო #ჭკვიანი #თბილი #მზებიჭი 💓💓👌👌

#ნიკოს #ამბები


მე - დედიკო, ბედნიერება რა არის?!😃😃
ფიქრობს, იწყებს განმარტებას, მაგრამ აღარ მოსწონს, ჩუმდება. ბოლოს მეუბნება.
ნიკო - იჩი ლა ალის ბედნიელება ლოლა, შენს გულს ჩემთვის ლომ სჭილავ (სწირავ) სტილი დაცულია. 💖👌 #ნიკოსლოგიკაასეთია #ნიკო
#ნიკოს #ამბები

მოკლედ, ნიკოს თბილისში ყოფნისას, თავისმა #კუკუნამ ყულაბა აჩუქა. თან უთხრა შეგიძლია ფული შეაგროვოო. ასეც მოხდა. ჩამოუარა დეიდებს და შეაგროვა კიდეც გარკვეული თანხა.
ამ ყულაბის წყალობით შეგროვილი თანხის გარშემო საუბარი მხოლოდ რამდენჯერმე მოგვიწია. 
 ნიკოს რამდენიმე ვერსია შევთავაზე ასარჩევად. 🙋🙏
* ატრაქციონებზე დაჯდომა, მისი საყვარელი ხინკლის ჭამა, სათამაშოს ყიდვა და მოხუცი ბებოს დახმარება, რომელიც ჩვენს კორპუსთან არსებულ ნაგვის ურნაში იქექება ხშირად და რომელსაც არაერთხელ გავუწიეთ წვრილმანი დახმარება.
ამ ამბის ფინალური ნაწილი ახლა იწყება. ეს ყულაბა დღეს ბაღშიც წავიღეთ 😃
*ბაღიდან გამოყვანისას. მისმა საყვარელმა #მაკა მასწავლებელმა მომიყვა ნიკოს პასუხი კითხვაზე თუ რისთვის სჭირდებოდა მას დაგროვილი ფული.
* მასწავლებელი - იცი ძალიან ნასიამოვნები დავრჩი ნიკოს პასუხით.
მე - რაზე?
მასწავლებელი - ყულაბაში შეგროვილი თანხით ნაგავში რომ იქექება იმ მოხუც ბებოს უნდა დავეხმაროო. 💓
* ეს #ნიკოს არჩევანი იყო იმ რამდენიმე ბავშვისთვის მაცდური სურვილიდან.
#ნიკო #სიკეთის #მაგალითია💓💓💓💓💓💓💓💓
P.S. მთავარია ადამიანს არჩევანის თავისუფლება ქონდეს!