Saturday, 17 March 2018

#ნიკოს #ამბები

მოკლედ, ნიკოს თბილისში ყოფნისას, თავისმა #კუკუნამ ყულაბა აჩუქა. თან უთხრა შეგიძლია ფული შეაგროვოო. ასეც მოხდა. ჩამოუარა დეიდებს და შეაგროვა კიდეც გარკვეული თანხა.
ამ ყულაბის წყალობით შეგროვილი თანხის გარშემო საუბარი მხოლოდ რამდენჯერმე მოგვიწია. 
 ნიკოს რამდენიმე ვერსია შევთავაზე ასარჩევად. 🙋🙏
* ატრაქციონებზე დაჯდომა, მისი საყვარელი ხინკლის ჭამა, სათამაშოს ყიდვა და მოხუცი ბებოს დახმარება, რომელიც ჩვენს კორპუსთან არსებულ ნაგვის ურნაში იქექება ხშირად და რომელსაც არაერთხელ გავუწიეთ წვრილმანი დახმარება.
ამ ამბის ფინალური ნაწილი ახლა იწყება. ეს ყულაბა დღეს ბაღშიც წავიღეთ 😃
*ბაღიდან გამოყვანისას. მისმა საყვარელმა #მაკა მასწავლებელმა მომიყვა ნიკოს პასუხი კითხვაზე თუ რისთვის სჭირდებოდა მას დაგროვილი ფული.
* მასწავლებელი - იცი ძალიან ნასიამოვნები დავრჩი ნიკოს პასუხით.
მე - რაზე?
მასწავლებელი - ყულაბაში შეგროვილი თანხით ნაგავში რომ იქექება იმ მოხუც ბებოს უნდა დავეხმაროო. 💓
* ეს #ნიკოს არჩევანი იყო იმ რამდენიმე ბავშვისთვის მაცდური სურვილიდან.
#ნიკო #სიკეთის #მაგალითია💓💓💓💓💓💓💓💓
P.S. მთავარია ადამიანს არჩევანის თავისუფლება ქონდეს!