![]() |
| "იცხოვრე უკან მოუხედავად" |
ეს წერილი ყოველთვის გამახსენებს რაოდენ ძვირფასი იყავი ჩემთვის ჯერ კიდევ მაშინ სანამ ქვეყანას მოევლინებოდი. <3 b="" nbsp="">3>
ვიწყებ მოყოლას და სულში ყველაფერი ხელახლა მეორდება, ტკივილი, სევდა, სხვების მოყენებული ჭრილობები თითქოსდა არც შეხორცებულა, თითოეული იარა მტკივა და ამ ტკივილს მხოლოდ შენი არსებობა, დიდი სიყვარულის სახელით მიყუჩებს... თავი ნებისყოფის ომში მგონია, მაგრამ ეს არაფერია, მთავარი ბრძოლა მოგებულია, სახელად - (2013 წლის 13 ოქტომბერს ) დაბადებული სიცოცხლე...
ვიწყებ მოყოლას და სულში ყველაფერი ხელახლა მეორდება, ტკივილი, სევდა, სხვების მოყენებული ჭრილობები თითქოსდა არც შეხორცებულა, თითოეული იარა მტკივა და ამ ტკივილს მხოლოდ შენი არსებობა, დიდი სიყვარულის სახელით მიყუჩებს... თავი ნებისყოფის ომში მგონია, მაგრამ ეს არაფერია, მთავარი ბრძოლა მოგებულია, სახელად - (2013 წლის 13 ოქტომბერს ) დაბადებული სიცოცხლე...
არც ახლა და არც მაშინ არავითარი აზრი არ ქონია ჩემთვის მიზეზს თუ რატომ აღმოვჩნდით მე და შენ ერთმანეთის პირისპირ,
ვინ ჩაგვთვალა თავის სიყვარულის ღირსად და ვინ საჭიროდ,
მთავარი მხოლოდ ერთი რამ იყო, რას შევძლებდით ჩვენ ერთმანეთისთვის!
მე და შენ პირველებმა დავიწყეთ სიცოცხლისთვის ბრძოლა...
2013 წლის, სუსხიანი მარტის თვე იყო, ექოსკოპიაზე ჩავეწერე, არა ზუსტად, მაგრამ ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ შენთან შესახვედრად მოვდიოდი. პატარა, ნაცრისფერ
ეკრანზე ძებნა დაგიწყე, ვერ გპოულობდი, აპარატურის
შუქით განათებულ პატარა ოთახში შენი გულისცემა გამაყრუებლად ხმამაღლა ისმოდა თითქოსდა
მამხნევებდი მე აქა ვარ... ცოტახანში შენც გამოჩნდი, ჩემი მიზანი, იმედი და ჟინი - „ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გვყავდეს“!
სწორედ იმ დღიდან, იმ წუთიდან შენსა და ჩემს შორის კავშირი
არ გაწყვეტილა, ერთხელ და საიმედოდ, ძლიერად
ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი. ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევაზე ერთი პასუხი
გვქონდა და გვაქვს, ჩვენ ასე
გვინდა და შეგვიძლია...
ყველამ ვინმაც იცოდა ან არ იცოდა, ერკვეოდა თუ ვერ ერკვეოდა
ვითარებაში, ეზარებოდა თუ არა, ცოდვილი ხელებიდან
ქვების სროლა ჩვენ დაგვიწყო, მე და შენ, მუცლადმყოფს,
უმწეოს... თითქოს მორალს და ცხოვრებისეულ ეთიკას გვკარნახობდნენ და გვსჯიდნენ იმ გამბედაობისთვის,
რაც მათ თავიანთ ცხოვრებაში ალბათ ვერ
გამოიჩინეს. ვიღაცამ შორეულ წარსულში წინაპრის სახელით დაუწერა ცხოვრების გეგმა, ქცევის ნორმები, გადაწყვეტილების
მიღებაში მთელი საოჯახო თუ სანათესაო „არმიის“ ჩარვა-მონაწილეობის აუცილებლობა, სხვისი შეხედულებებითა
და მოწონებების გათვალისწინებით ცხოვრება ეს
მიდგომები სამაგიდო წიგნივით უდევთ და დღემდე
ბრმად დარჩენილნი მას მიყვებიან... :(
დავრჩით მარტო, მან ჩვენსა და საკუთარ დედას შორის არჩევანი,
თავის „დედიკოზე“ გააკეთა და ის „გაახარა“...
ჩვენს გვერდით მხოლოდ რამდენიმე ძლიერი ადამინი აღმომაჩნდა სულის საზრდოდ, რომელთაც
ვაიძულებდი ეყურებინათ ჩემი ტანჯვისთვის, გაეზიარებინათ ტკივილი, რომელიც ნელა, მაგრამ
ღრმად სულის სიღრმეებში მჭრიდა.
შენზე ექვსი თვის ორსულმა გადავწყვიტე წავსულიყავი დედათა
მონასტერში და შენს დაბადებამდე უფალთან, მის ენაზე, ლოცვით საუბარი მესწავლა, რადგან ყოველი მიწიერი
უბედურება აგცდენოდა, რაც ბოროტ ადამიანს შეუძლია
აზრად მოუვიდეს და სხვას უსურვოს. აგცდენოდა ის ავი შეძახილები, რომელსაც მუცლადმყოფს
ვითომ „ღირსეული“ ადამიანიები შემოგძახებდნენ. უფალთან უხილავი კავშირი შენი მეშვეობით გავაბი, ტაძარშივე ვიძინებდი, თითოეულ ხატთან მუხლისჩოქვით
მივდიოდი იმის ვედრებით, რომ შენ ჯანმრთელი კაცი მყოლოდი გვერდით და გამემართლებინა
ბრძოლის მიზეზი, რომელიც სამყაროს და მის „ბრმად დარჩენილ“ ნაწილს გამოვუცხადე.
შენ ძალიან მაგარი ადამინი და კაცი დაიბადე... პიროვნული ღირებულებები სამი წლის ასაკში ჭარბად
გაქვს. ეს უკვე ფუნდამენტია, რომელზეც შეგიძლია ნებისმიერი პიროვნული სიმაღლის თუ სიმძიმის ღირებულებები
დააყრდნო.
შენ არ ხარ ეგოისტურად, მხოლოდ ჩემთის გაჩენილი შვილი,
რომელმაც სიბერეში უნდა მომიაროს და მარტო არ დამტოვოს. შენ საზიარო ხარ, ვისაც ეყვარები,
დასჭირდები, ემეგობრები, ესიყვარულები, შენ ყველასი ხარ ვისაც შენი ამ ქვეყნად არსებობა
გაახარებს. დანარჩენი თავად გადაწყვიტე და შენივე საჭიროებანი შენ თვითონვე განსაზღვრე.
ისწავლე როგორ უნდა იცხოვრო თავისუფალ სამყაროში სწორად, სამართლიანად, კარგად და ბედნიერად!
J
და ბოლოს, პირობას გაძლევ, რომ ყველაფრის უფლებას მოგცემ, რათა შენზე შეგრძნებით ისწავლო, ღალატით
მიყენებული ტკივილის განცდა, პატიების მიღება, სიყვარულის სახელით ჩადენილ სიგიჟეზე
ას პროცენტიანი პასუხისმგებლობა, კარგის და ცუდის გარჩევა... ამ ყველაფრის მერე შენს
მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცხოვრების მანძილზე უფრო მეტს იტყვიან შენზე ვიდრე
მე, შენზე უპირობოდ შეყვარებული დედა! <3 span="" style="font-family: sylfaen, serif;"> 3>
